პოლონეთის მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის, აშშ-ს MIG-29-ის ტიპის გამანადგურებლები უფასოდ გადასცეს

გამოქვეყნდა:

პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს მის მფლობელობაში არსებული გამანადგურებელი MIG-29 რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, რომელიც გერმანიაში მდებარეობს და ამერიკის განკარგულებაშია.

"პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ, მთავრობა მზად არის დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს ყველა მისი MIG-29 თვითმფრინავი რამშტეინის საავიაციო ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის განკარგულებაში.

ამავდროულად, პოლონეთი სთხოვს შეერთებულ შტატებს, მოგვაწოდოს გამოყენებული თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. პოლონეთი მზად არის, დაუყოვნებლივ შეთანხმდეს თვითმფრინავების შესყიდვის პირობებზე.

პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს NATO-ს სხვა მოკავშირეებს, რომლებიც MiG-29 თვითმფრინავებს ფლობს, იმავე პრინციპით იმოქმედოს",- წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

პოლონეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეერთებული შტატების მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის მოიერიშე საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდებაზე მწვანე შუქს მიიღებენ

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი