შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, NATO-ს წევრი ქვეყნები მწვანე შუქს მიიღებენ უკრაინისთვის მოიერიშე საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდებაზე. ამასთან დაკავშირებით
ბლინკენმა CBS-ის ეთერში ისაუბრა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აუნთებს თუ არა აშშ მწვანე შუქს NATO-ს წევრ ქვეყნებს თვითმფრინავების მიწოდებაზე, თუ აშშ-ს ეშინია, რომ ეს დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს?
"არა, ისინი მწვანე შუქს მიიღებენ. უფრო მეტიც, ახლა საუბრები მიმდინარეობს პოლონელ მეგობრებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ უკრაინელებს სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ევროპაში ყოფნისას მჭიდროდ ვმუშაობდი ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან NATO-ში, ევროკავშირსა და G7-ის ქვეყნებში. ჩვენ ყველანი ერთად ვაგრძელებთ, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად დამატებითი სანქციების მეშვეობით, რომლებიც ახლა აქტიურად განიხილება და ძალიან მალე შესრულდება.
ამასთან, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა უკრაინელებს მისცენ ის, რაც რუსეთის აგრესიისგან თაცის დასაცავად სჭირდებათ",-თქვა ბლინკენმა.