კიევსა და მიმდებარე რაიონებში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის

გამოქვეყნდა:

კიევში კვლავ საჰაერო განგაშის სიგნალი ამოქმედდა. BBC-ის ინფორმაციით, დედაქალაქსა და მიმდებარე რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის.

განგაშის სიგნალი დილიდან ამოქმედებულია ასევე ჩერნიგოვში, ლუბნიში, პოლტავასა და ვასილკოვში. 

ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება უკრაინის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მათ შორის ნეჟინის, ივანიცას და ტროსტიანეცის დასახლებებში. ცხელ წერტილად ამ დრომდე რჩება ქალაქი ჩერნიგოვი. ცოტახნის წინ აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვის ოლქის ქალაქ დერგაჩიში, მანამდე კი ქალაქ მალინზე მიტანილი ავიაიერიში მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი