ხომ არ დადგა დრო, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! - ინჯია

გამოქვეყნდა:

ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?!- განაცხადა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ინჯია ამბობს, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ აძლევს ხმას, თუმცა, ბიზნესი ბიზნესია:

"თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება ხორბლის, საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! ამით ის გადარიცხვები, რაც იყო, რუსული მანეთი თუ ის 32-34 მლნ დოლარი, რომელსაც ქართველები საქართველოში რიცხავდნენ, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს." - ამბობს "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ინჯია. 

სარგებლისა და შემოსავლის სანაცვლოდ, "ჯორჯიან ეარვეისმა" გადახდის სისტემებში რუსული Мир -ი დაამატა.

თამაზ გაიაშვილი გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის სარგებელია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი