8 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ვიცე-პოლკოვნიკი იური აგარკოვი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინელმა ოფიცერმა ანატოლი სტეფანმა განაცხადა. მოკლული რუსი სამხედრო ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინში სამხედრო ბაზის მეთაური იყო.
ეს უკვე მესამე რუსი სამხედრო მაღალჩინოსანია, რომლის სიკვდილიც ოფიციალურად დასტურდება. ხარკოვში მოკლეს რუსი გენერალ-მაიორი, ვიტალი გერასიმოვი, იქამდე კი უკრაინელებმა გენერალი, ანდრეი სუხოვეცკი.