კიევის ოლქში, ოკუპანტებმა მოსახლეობას ევაკუაციის დროს ცეცხლი გაუხსნეს - დაღუპულია პოლიციელი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში, ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის დროს ისევ ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია პოლიციელი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ორი პირი. 

უკრაინაში დღეს 6 ჰუმანიტარული კორიდორი მოქმედებს. დერეფნები გახსნილია ენერგოდარში, სუმში, მარიუპოლში ვონოვახაში, იზიუმში და კიევის შემოგარენში მდებარე ქალაქებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი