"გაიაშვილის ადგილი არის სერგო ორჯონიკიძის დაფაზე და ის აუცილებლად იქნება შერცხვენილი" - ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ავიაკომპანია აირზენას ოფისთან აქციას მართავენ.
ისინი კომპანიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები ავიაკომპანიის ბილეთების შეძენას რუსული საგადასახადო სისტემა "მირით" შეძლებენ.
"არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდიოდეს ადამიანი და ხელისუფლება დუმდეს, არ შეიძლება ადამიანი ამბობდეს, რომ სამშობლოს ურჩევნია ფული და ამაზე ასევე ხელისფულება დუმდეს..." - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი
"ჯორჯიან ეარვეისმა" გადახდის სისტემებში რუსული "Мир"-ი დაამატა