ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა ქალაქ სუმში, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა რუს დივერსანტთა დაჯგუფება გაანადგურეს. უკრაინული მედიაში ვრცელდება კადრები, რომელზეც ასახულია განადგურებული რუსული ტექნიკა და ლიკვიდირებული სამხედროები.
მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს ინფორმაციის მიღებისთანავე ჩაუსაფრდნენ და გაანადგურეს.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ლიკვიდირებული რუსი ოკუპანტები ქალაქ სუმის მიმართულებით მოძრაობდნენ.