დონეცკში, ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა მცირეწლოვანი გოგონა და მისი ბებია მოკლეს. უკრაინის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცხედრები სახლის ნანგრევების ქვეშ იპოვეს. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
ის ასევე ავრცელებს რუსული ჭურვის ფოტოს, რომელიც ასევე ხარკოვში, სახლს დაეცა.