
რუსეთში, მოსკოვის ოლქში უცნობმა პირმა სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები საკუთარ ტელეგრამ არხებში ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, პირი, რომელმაც სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდა, ამბობს, რომ მობილიზაციის თავიდან ასაცილებლად წვევამდელების პირადი საქმეების განადგურება სურდა.
მივიჩნევ, რომ ამის გავრცელება აუცილებელია. უკრაინელებს ეცოდინებათ, რომ რუსეთში მათთვის იბრძვიან, ყველას არ ეშინია და ყველასთვის სულ ერთი არ არის. ეს უნდა იქცეს რუსეთში პროტესტის მონაწილეების შთაგონებად, რათა მათ უფრო გადამწყვეტად იმოქმედონ. ამან კიდევ უფრო მეტად უნდა დაასუსტოს რუსული ჯარისა და ხელისუფლების სული. უნდა იცოდნენ, რომ მათ საკუთარი ხალხი ვერ იტანს. მალე მათ ფეხქვეშ მიწა დაიწვება, ჯოჯოხეთი სახლშიც ელით, - თქვა მან.
იხილეთ ასევე: