პუტინი გუშინ ამბობდა, რომ უკრაინაში წვევამდელებს არ გაიწვევდა, დღეს კი გაიწვია

გამოქვეყნდა:

პუტინმა უკრაინაში წვევამდელების გაწვევა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული გამოცემა "მედუზა" ავრცელებს. 

მანამდე კი, ჯერ კიდევ გუშინ, 8 მარტის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ "სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობენ და არც მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები და არ იქნება გამოძახებული არც დამატებითი რეზერვი".

ხაზს ვუსვამ, რომ სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობენ და არც მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები და არ იქნება გამოძახებული არც დამატებითი რეზერვი. გაცემულ დავალებას ასრულებენ მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, - თქვა პუტინმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი