"ამ სიტუაციაში ჩვენ ფაშისტები ვართ" - რუსი სამხედრო ტყვეების საჯარო აღიარება და მუქარა პუტინს

გამოქვეყნდა:

"ამ სიტუაციაში ჩვენ ფაშისტები ვართ" - რუსი სამხედრო ტყვეების საჯარო აღიარება. მათ კიევში დღეს პრესკონფერენცია გამართეს და დეტალურად ისაუბრეს როგორ მიიღეს უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება 23 თებერვალს, თუმცა ერთ-ერთმა სამხედრომ თქვა ისიც, რომ თავდაპირველად უთხრეს, რომ ბელარუსთან ერთად, ერთობლივ წვრთნებზე მიდიოდნენ, ხოლო ასეულის მეთაურებმა ტელეფონები და საბუთები ჩამოართვეს.

”23-ში, დაახლოებით დილის 10 საათზე, ბრიგადის მეთაურმა, ლეიტენანტმა პოლკოვნიკმა მარუშკინმა, მთელი პერსონალი მოაწყო... გენერალურ შემადგენლობაში, მან მოიტანა უზენაესი მთავარსარდლის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანება: ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება უკრაინას, დაიკავებს დედაქალაქს - კიევს და დაიცავს მოსახლეობას ფაშიზმისა და ტირანიისგან, რომელიც უკრაინაშია“, - იხსენებს სამხედრო ტყვე

კითხვაზე, რომელი ქვედანაყოფები შევიდნენ მათთან ერთად უკრაინის დასაპყრობად, ერთ-ერთი სამხედრო ამბობს, რომ ესენი იყო მე-15 ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა, 385-ე საარტილერიო ბრიგადა, 92-ე სარაკეტო ბრიგადა, 21-ე მძიმე მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა. ასევე სპეციალური ასეული. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ძალები.

ტყვეებმა უკრაინის მოქალაქეებს ბოდიში მოუხადეს და სხვა რუს სამხედროებს მოუწოდეს, უკრაინაში წასვლაზე უარი თქვან. გარდა ამისა, გამოთქვეს მზადყოფნა, დაუპირისპირდნენ რუსეთის ხელისუფლებას.

"მინდა ვუთხრა ჩემს მთავარსარდალს, შეწყვიტოს უკრაინაზე ზემოქმედება მისი ტერორისტული აქტით. რადგან როცა დავბრუნდებით, ჩვენ მის წინააღმდეგ დავდგებით"- განაცხადა ერთ-ერთმა სამხედრომ, ვლადიმერ რასკაზოვიმ.

სამხედროების თქმით, უკრაინაში :ფაშისტები" არ არიან, როგორც ამას მათი მეთაურები ეუბნებოდნენ და რუსეთში ხალხს მოუწოდებენ, გამოხატონ პროტესტი ამ ომის წინააღმდეგ

"აქ არ არიან ფაშისტები, არ არიან ბოროტმოქმედები. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი ერის წინააღმდეგ, რომელიც კარგად ცხოვრობდა და ჩვენს გარეშეც იცხოვრებდა", - თქვა ერთ-ერთმა სამხედრომ.

"მინდა ვუთხრა უზენაეს მთავარსარდალს, ეს ყველაფერი დიდხანს არ დაიმალება, ჩვენნაირი ბიჭები აქ ბევრია, ადრე თუ გვიან სახლში დაბრუნდებიან. ადრე თუ გვიან ხალხი მოთმინებას დაკარგავს და ხალხი აიღებს იარაღს, რათა დაამხოს მთავრობა, რომელიც მოტყუებით აგდებს თავის ბიჭებს, როგორც ქვემეხებში" განაცხადა რუსმა სამხედრო ტყვემ, ალექსანდრე იაკოვჩუკიმ პუტინისადმი მიმართვაში.

პრესკონფერენციაზე უკრაინელმა ჟურნალისტებმა სამხედრო ტყვეებს ჰკითხეს, რას გრძნობდნენ, როცა უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ესროდნენ და ბავშვების კლავდნენ -ამ სიტუაციაში ჩვენ ფაშისტები ვართ- უპასუხეს ტყვეებმა.

პრესკონფერენცია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი