შაქრის მომარაგების კუთხით შეფერხების საფუძველი არაა, ძირითადი მომწოდებელი არც რუსეთია, არც უკრაინა - შამუგია

გამოქვეყნდა:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებს, რომ შაქრის მომარაგების კუთხით შეფერხების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

მისი განმარტებით, საქართველოს ძირითადი მომწოდებელი არა რუსეთი ან უკრაინა, არამედ ბრაზილია, პოლონეთი და თურქეთია.

მინისტრი ამბობს, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

"რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის", - ამბობს შამუგია.

ცნობისთვის, მეორე დღეა მოქალაქეები შაქარს იმარაგებენ, რის გამოც მაღაზიების ნაწილში გუშინ მარაგი ამოიწურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი