პრობლემა არა პროდუქტის არქონაში, არამედ ლარის გაუფასურებასა და ინფლაციაშია - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას არ უხსნის, რომ შაქრის 99% სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს და ამ კუთხით არც რუსეთსა და არც უკრაინაზე დამოკიდებულები არ ვართ.

როგორც მან აღნიშნა, "ოცნება" მოსახლეობაზე ექსპერიმენტს ატარებს, რომ შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებთან არშეერთება გაამართლოს.

"პრობლემა პროდუქცია რომ არ იქნება ან იქნება იმაში კი არაა, პრობლემა არის ლარის გაუფასურებაში, ინფლაციაში და ფასების ზრდაში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ხელისუფლების არაფრისმაქნისობასთან და ფაქტობრივად იმასთან, რომ ამ მიმართულებით არ მუშაობენ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

მისივე განცხადებით, ქვეყანაში პროდუქციის მომარაგების პრობლემა არ იქნება.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი