სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აჭარაში, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვენ და აჭარის უმაღლეს საბჭოში, მისი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ. საგანგებო განცხადება ოპოზიციონერებმა დღევანდელ ბრფინგზე გააკეთეს.
ისინი მოუწოდებენ კოლეგებს, მათ შორის ოცნებიდან, გაემიჯნონ რიჟვაძის განცხადებებს და ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე დასმულ შეკითხვაზე - ვინ დაიწყო ომი, ჟურნალისტებს "დარგის ექსპერტებთან" ამისამართებს.
ოპოზიციის შეფასებით ამ პოზიციით რიჟვაძე ღიად გამოხატავს რუსულ ნარატივსა და აგრესორის მხარდაჭერას.