"თუ იარაღით თავს დაესხმებიან ჩვენს სამხედროებს, ისინიც გახდებიან სამიზნეები" - პესკოვი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს.  

​პესკოვის თქმით, თუ უკრაინის მოქალაქეები თავს დაესხმებიან რუს სამხედროებს, აუცილებლად გახდებიან სამიზნეები.

"თუ ვინმე იარაღით ხელში თავს დაესხმება ჩვენს სამხედროებს, რა თქმა უნდა, ისინიც გახდებიან სამიზნეები", - ამბობს პესკოვი.

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი