მელიტოპოლში ოკუპანტებმა საოლქო საბჭოს დეპუტატი გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატი, ლეილა იბრაგიმოვა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ყირიმელი თათრების სახალხო მეჯლისის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყირიმელი თათრების სახალხო მეჯლისის წევრი, ესკენდერ ბარიევი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შემთხვევა დღეს, დილის 6 საათზე მოხდა. რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ ზაპორიჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატის, ლეილა იბრაგიმოვას სახლში და ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი