"ხომ გიყვართ მდიდრული ცხოვრება და მდიდარი ქვეყნები?! - დაემშვიდობეთ, აღარ გექნებათ" - ზელენსკი რუს პროპაგანდისტებს

გამოქვეყნდა:

"თქვენ ხომ გიყვართ მდიდრული ცხოვრება და მდიდარი ქვეყნები?! - დაემშვიდობეთ, აღარ გექნებათ", - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუს პროპაგანდისტებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციებს ავრცელებენ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი ადამიანები უმკაცრესად დაისაჯონ.

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიაროს აფეთქების შედეგად დაღუპულების შესახებ. სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, პატარა გოგონა. 17 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები, ქალები და ექიმები. ამ დაბომბვის შესახებ რუსულ ტელევიზიაშიც ისაუბრეს, თუმცა არც ერთი სიტყვა სიმართლე მომხდარის შესახებ. რუსები მოატყუეს, რომ საავადმყოფოში პაციენტები არ იყვნენ, რომ იქ არც ქალები და არც ბავშვები იყვნენ. თავიანთი მოქალაქეები მოატყუეს, რომ თითქოს ამ შენობაში "ნაციონალისტები" იყვნენ გამაგრებული.

ისინი აგრძელებენ სიცრუის ტირაჟირებას როგორც ამას ყოველთვის აკეთებდნენ. ამ დანაშაულების ჩადენა შეუძლებელია იმ პროპაგანდისტების გარეშე, ვინც მათ მხარს უჭერს. მოგმართავთ პროპაგანდისტებო, თქვენც ისევე დაისჯებით, როგორც ისინი ვინც ამ ბომბებს ისვრის. ვიპოვით ყველას, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პროპაგანდისტებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მათი ქონების კონფისკაცია მოხდეს, სადაც არ უნდა ფლობდნენ მას. თქვენ ხომ გიყვართ მდიდრული ცხოვრება და მდიდარი ქვეყნები?! - დაემშვიდობეთ, აღარ გექნებათ. და ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენ აუცილებლად გაგებინებენ პასუხს საომარ მოქმედებებში თანამონაწილეობისათვის. ეს აუცილებლად მოხდება, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებიც შეგიძულებენ.

ყველა, ვისაც გუშინ, დღეს და წლების განმავლობაში ატყუებდით, როდესაც ისინი იგრძნობენ თქვენი ტყუილების შედეგებს თავიანთ ცხოვრებაზე, როდესაც იგრძნობენ, რომ მათ შვილებს მომავალი მოჰპარეთ, არ გაპატიებენ, რადგან დანაშაული დამალული არ დარჩება", - მიმართა ზელენსკიმ პროპაგანდისტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი