ყველაფერს თავიდან ავაშენებთ, ხარკოვის თავისუფლების მოედანზე ყველა ერთად დავდგებით, გპირდებით - ზელენსკი ​

გამოქვეყნდა:

ომის დასრულების შემდგ, მალე ავაშენებთ ყველაფერს რაც განადგურებულია - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის მიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტი რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული ქალაქების აღდგენაზე საუბრობს:

"თითოეული ქალაქისთვის შეიქმნება აღმშენებლობის ახალი პროგრამა, რისი ბრძანებაც უკვე გავეცი. ახლა პროექტის გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

ჩვენი ქალაქები, სადაც ეს რუსული ბოროტება მოვიდა, აღმშენებლობის შემდეგ, ამ ბოროტების კვალს ვერ იგრძნობენ.

ხარკოვის მაგალითზე გეტყვით, ყველაფერი რაც მტერმა დაანგრია, თავიდან ავაშენებთ და განსხვავებული და ლამაზი იქნება ხარკოვის თავისუფლების მოედანი, სადაც ჩვენ ყველა ერთად დავდგებით და ამის პირობას პირადად მე გაძლევთ. ხარკოველები იგრძნობენ, რომ უკრაინა მათ გვერდით დგას. გპირდებით. დიდება უკრაინას". ამბობს ზელენსკი

მიმართვა სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი