რუსული სარდლობა უკრაინაში მოკლული ოკუპანტების ცხედრებს ორმოებში წვავს - გერაშენკო

გამოქვეყნდა:

რუსული სარდლობა უკრაინაში მოკლული ოკუპანტების ცხედრების ორმოებში დაწვას იწყებს - უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ჩაპლინკაში, ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, 9 მარტს ხერსონსა და მიკოლაევში დაღუპული 50-მდე რუსი ჯარისკაცის ცხედარი ორმოში ჩაყარეს და დაწვეს.

"ადგილობრივებმა ჰკითხეს, რატომ აკეთებენ ამას, მათ უთხრეს, რომ აკრძალულია ცხედრების რუსეთში გაგზავნა“ - წერს გერაშჩენკო თავის Telegram არხზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დაღუპული სამხედროების ცხედრების განადგურების ბრძანება გასცა. 26 თებერვლით დათარიღებული შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი კრივორუჩკო, ოპერატიული სარდლობამ გამოაქვეყნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი