რუსეთის შეჭრის დღიდან, უკრაინაში 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა - მონაცემებს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აქვეყნებს.

ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი კორპუსი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

ხარკოვის ოლქში სოფელ ჟუკოვსკის ბაზარზე თავდასხმის დროს 16 წლის ბიჭი დაიღუპა.

ღამით, ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელ სლობოჟანსკოიეში დაბომბვის შედეგად, მტრის ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი დაიღუპა: 2 ქალი და 2 ბავშვი, 5 წლის გოგონა გადარჩა.

"​უკრაინაში, რუსეთის სამხედრო შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების უმოქმედობისთვის, ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის უკრაინა გამოუსწორებელ ფასს იხდის - მისი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. დაგვეხმარეთ რუსული ტერორიზმის შეჩერებაში - დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე!" მიმართავს დენისოვა ნატოს და საერთაშორისო საზოგადოებას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი