რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში ბირთვული კვლევის ობიექტი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

უკრაინა მოსკოვს "ბირთვულ ტერორიზმში" ადანაშაულებს - ღამით ხარკოვში რუსმა ოკუპანტებმა ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტი დაბომბეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შენობაში, რომელსაც ჭურვი დაეცა, სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორია, რომელმაც დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა, რადიაცია გამოყოს.

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციის განცხადებით, ბირთვული კვლევის ობიექტმა დაკარგა ელექტროენერგია და განიცადა "ზედაპირული" დაზიანება.

ქალაქს უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა ავიაიერიშები არ წყდება. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

რუსეთს ამ საკითხზე ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, რუსული ძალები უკრაინაში უკვე აკონტროლებენ ორ ატომურ ელექტროსადგურს, რაც იწვევს შეშფოთებას ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების კუთხით. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, ჩერნობილზე კონტროლი სრულად დაკარგეს და ატომურ ელექტროსადგურთან კომუნიკაციას ვეღარ ახერხებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი