რუსებმა ლუცკი და დნიპრო დაბომბეს | ოკუპანტები კიევს 5 კილომეტრით მიუახლოვდნენ

გამოქვეყნდა:

ომის მე-16 დღე უკრაინაში - რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას პირველად დაბომბეს დნიპრო და ლუცკი. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გარდა ამისა, რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდნენ ვოლინის ოლქის მცხოვრებლებიც. 

ბოლო 24 საათში რუსეთის გარკვეული ძალები კიევს ხუთი კილომეტრით მიუახლოვდნენ. დედაქალაქის მახლობლად გაჩერებული 40 მილის სიგრძის რუსული კოლონა, როგორც სატელიტური სურათები აჩვენებს, ახლა ძირითადად დაშლილია.

მთელი ღამის განმავლობაში კიევსა და მის შემოგარენში განგაშის სიგნალები ისმოდა, რაც საჰაერო თავდასხმის საშიშროების მანიშნებელი იყო.

ოკუპანტების უწყვეტ იერიშს მარიუპოლის მერი ეხმაურება და რუსეთს აკრძალული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.

"ორი დღეა, რაც არმაგედონი და ჯოჯოხეთი მოგვიწყო რუსულმა ფაშისტურმა არმიამ. 30 წუთის განმავლობაში ქალაქ მარიუპოლის თავზე ავიაცია დაფრინავდა და დასახლებულ პუნქტებში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავდა", - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი