ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა ფსიქონევროლოგიურ პანსიონს ცეცხლი გაუხსნეს - შენობაში 330 ადამიანი იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ოსკოლის ფსიქონევროლოგიურ პანსიონს, რომელშიც 330 ადამიანი მკურნალობდა - ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ტელეგრამ არხზე გავრცელდა.

დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, 330-დან 50 მძიმე პაციენტია, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, ხოლო 10 ეტლით მოსარგებლეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი