პუტინმა გადაწყვიტა უკრაინასთან ომში უცხოელი მოხალისეების ჩართოს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს უცხოელი დაქირავებული მებრძოლების მობილიზება დაავალა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კი თათბირზე თქვა,რომ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან , 16 ათასზე მეტი მოხალისე უკვე მზად არის , დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების მხარეს იბრძოლოს.