უკრაინის ქალაქების მერების ღია წერილი კოლეგებს მსოფლიოში: უთხარით თქვენი ქვეყნების ხელმძღვანელობას, დახურონ ცა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქების მერების ღია წერილი კოლეგებს მთელს მსოფლიოში - თვითმმართველობების ხელმძღვანელები ქალაქების მერებს მოუწოდებენ, თავიანთ მთავრობებს მოუწოდონ რომ დახურონ ცა უკრაინის დასაცავად, მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროინტეგრაციასა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.

"დაგვეხმარეთ დავიცვათ ჩვენი შვილები და ქალები, როგორც ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თქვენი.

უთხარით თქვენი ქვეყნების ხელმძღვანელობას და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენი თავდაცვისთვის თქვენი დახმარებაა საჭირო" ნათქვამია ღია წერილში.

დიდი ქალაქების მერების გარდა, ამ მიმართვას მხარი უკვე დაუჭირა 800-მდე თემის წარმომადგენელმა. ხელმოწერების შეგროვება კი გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი