"ხალხი, რომელმაც მაშინ არაფერი გააკეთა, დღეს გამოდის და ლაპარაკობს" - ერდოღანი ყირიმის ანექსიაზე 

გამოქვეყნდა:

"2014 წელს, მსოფლიოს ყირიმის ანექსიაზე სწორი რეაქცია რომ ჰქონოდა, დღეს ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდით"- ამის შესახებ მსოფლიო დიპლომატიის ფორუმზე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 
 
მისი თქმით, ხალხი რომელმაც მაშინ არაფერი გააკეთა, დღეს გამოდის და ლაპარაკობს, რომ საჭირო დროს არაფერი გაკეთდა.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩვენს მეზობლებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის გამო, ამავე დროს ჩვენ ვგმობთ უკანონო ქმედებებს, რომლებიც უგულვებელჰყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. განსაკუთრებით, კი ყირიმის უკანონო ანექსიას.

2014 წლის შემდეგ, ჩვენ ყოველთვის ნათელ პოზიციას ვაფიქსირებდით ამასთან დაკავშირებით. 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, მსოფლიოს რომ სწორი ნაბიჯები გადაედგა, არამგონია დღეს ასეთ სიტუაციაში ვყოფილიყავით.

ხალხი, რომელმაც მაშინ არაფერი გააკეთა, დღეს გამოდის და ლაპარაკობს. სამწუხაროდ თავის დროზე არ იქნა მიღებული საჭირო ზომები,რომ ასეთი უსამართლობა არ ყოფილიყო და უკრაინა მარტო იქნა დატოვებული" - ამბობს ერდოღანი

ფორუმს მსოფლიო ლიდერები ესწრებიან, მათ შორის იენს სტოლტენბერგი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი