RT-ის რედაქტორს, სიმონიანს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა, Facebook-ზე ავრცელებს.
ვენედიქტოვა წერს, რომ სიმონიანს შეიყვანენ ძებნილთა საერთაშორისო სიაში, რის შემდეგაც, მას აუცილებლად დააკავებენ სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთისას, უკრაინაში ექსტრადაციისთვის.
"სიმონიან მარგარიტა, თქვენ ხართ ეჭვმიტანილი. სასწრაფოდ გაცნობებთ, რომ უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გამომძიებელმა მოსამართლემ, მოისმინა უკრაინელი პროკურორების არგუმენტები, რომლებიც მოყვანილია შესაბამის შუამდგომლობით. თქვენ შეყვანილი იქნებით საერთაშორისო ძებნილთა სიაში. პროცედურები უახლოეს დღეებში დაიწყება.
უკრაინის პროკურატურის განცხადებით და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ დაგაპატიმრებენ სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთისას უკრაინაში შემდგომი ექსტრადაციის მიზნით.
მე მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ბრმად არ უნდა დაუჯეროთ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, გირჩევენ არ ინერვიულოთ. დაიქირავეთ კარგი იურისტები და გაიარეთ კონსულტაცია.
"დედა რუსეთო, წაიყვანე დონბასი სახლში“ არის ერთ-ერთი იმ ასობით მიზეზიდან, რის გამოც უკრაინელი პროკურორებმა შენზე ყურადღება გაამახვილეს და დღეს, უკრაინელ პროკურორებს, თქვენი იდეოლოგიის სულისკვეთებით, სურთ დაგპატიჟონ ჩვენს სახლში." - წერს ვენედიქტოვა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი, თინა კანდელაკს და ნიკიტა მიხალკოვსაც წარუდგინა.