კიევის ოლქში დაბომბვის შედეგად გაყინული პროდუქტების საწყობი დაიწვა

გამოქვეყნდა:

კიევის რეგიონს რუსი ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად როვარსკის რაიონის სოფელ კვიტნევეში დაიწვა გაყინული პროდუქტების საწყობი.

წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილები ან დაშავებულები არ არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლს 20 ადამიანი აქრობს, ქრობის სამუშაოებში 4 მანქანაა ჩართული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი