ხარკოვში დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა - დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვში განხორციელებულ მორიგ ავიაიერიშს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჭურვები საცხოვრებელ სახლს დაეცა.

Unian-ის ცნობით, ცხედრები მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. დაღუპულებს შორის 2 ბავშვია - 12 და 14 წლის. 

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, მხოლოდ 11 მარტს ხარკოვი ოკუპანტებმა 89-ჯერ დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი