ოკუპანტებმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს, სკოლებიდან და სახლებიდან ისვრიან - ნიკოლაევის გუბერნატორი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს - ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ავრცელებს. 

ვიტალი კიმი ამბობს, რომ ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებში არიან განთავსებული და ცეცხლს იქიდან ხსნიან.

"ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ ნიკოლაევს, დაბომბილია: საავადმყოფო, ინტერნატი, დაზიანებულია მილსადენი. ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს, დასახლებულ პუნქტებში დგანან, სკოლებიდან და სახლებიდან ისვრიან, ამიტომ დიდი სიფრთხილით ვმოქმედებთ, თუმცა ამიერიდან უფრო მკაცრ პასუხს მიღებენ", - ამბობს ვიტალი კიმი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი