მარიუპოლში "მწვანე დერეფანი" გაიხსნა | ქალაქში 90 ტონაზე მეტ საკვებს და მედიკამენტებს შეიტანენ

გამოქვეყნდა:

მარიუპოლში ე.წ. მწვანე დერეფანი გაიხსნა - ჰუმანიტარული კოლონა ზაპოროჟიედან მარიუპოლში უკვე გაემგზავრა. 

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პავლო კირილენკოს ცნობით, 13 დღის განმავლობაში ბლოკადაში მოქცეულ ქალაქში 90 ტონაზე მეტი საკვები და მედიკამენტი შევა.

მისი თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის თანხლების ინიციატივა მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა გამოიჩინეს.

"ეს იმისთვისა, რომ მარიუპოლის 400 000 მაცხოვრებელმა მიიღოს დიდი ხნის ნანატრი და კრიტიკული დახმარება!", - წერს კირილენკო Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი