ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ძალების დიდი ნაწილი კიევიდან 25 კილომეტრშია განლაგებული.
"კიევის ჩრდილო-დასავლეთით ბრძოლა გრძელდება. რუსეთის სახმელეთო ჯარები ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იმყოფებიან", - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ეს ყველაფერი დედაქალაქის კორიდორის გარღვევის მცდელობაზე მიუთითებს.
ამასთან, დაბომბვები გრძელდება კიევის მიმდებარე ქალაქებში: ხარკოვში, ჩერნიგოვში, სუმსა და მარიუპოლში.