რუსმა ოკუპანტებმა ვასილკოვის აეროპორტი დაბომბეს - ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ვასილკოვის აეროპორტი დაბომბეს. ქალაქის მერის, ნატალია ბალასინოვიჩის ინფორმაციით, განადგურებულია ასაფრენი ბილიკი და საბრძოლო მასალების საწყობი.

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

"დილის 7 საათზე რუსმა ოკუპანტებმა ვასილკოვის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. აეროპორტი სრულიად განადგურებულია. დაბომბილი ასაფრენი ბილიკი და საბრძოლო მასალების საწყობი. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მოქალაქეებს მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში. ქალაქის ცენტრში დღეს ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. უკვდავები ხომ არ ხართ? დარჩით სახლში", - თქვა ნატალია ბალასინოვიჩმა.

ცნობისთვის, მანამდე აგრესორებმა იერიში მიიტანეს კანატოვისა და ივანო-ფრანკოვსკის აეროპორტებზეც.

ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები ქალაქ ბელოგოროდკიდან. რუსების სამიზნე იქაც საცხოვრებელი სახლები და მშვიდობიანი მოსახლეობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი