რიკოთზე შეჯახების შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა, 1 პატრული და ევაკუატორის მძღოლი საავადმყოფოშია - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც 3 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო. 

უწყების იცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 1 პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ამავე თემაზე:

რიკოთზე ტრაილერი პოლიციის ავტომობილს შეეჯახა | გარდაიცვალა 3 სამართალდამცველი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი