უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ჯარი კიევში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს შესვლას, თუ ყველა უკრაინელს გაანადგურებს. განცხადება ზელენსკიმ საერთაშორისო მედიასთან შეხვედრის დროს გააკეთა:
"თუ ისინი ყველას გაგვანადგურებენ - ისინი შემოვლენ კიევში. თუ ესაა მიზანი, მაშინ შემოვიდნენ, მაგრამ ამ მიწაზე ცხოვრება თავად მოუწევთ, მარტოებს, ჩვენს გარეშე. ჩვენში მეგობრებს ვერ ნახავენ", - განაცხადა ზელენსკიმ