ხერსონში ჟურნალისტი გაუჩინარდა - კოლეგები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტებმა გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

ხერსონის რეგიონში ადგილობრივი ჟურნალისტი ოლეგ ბატურინი გაუჩინარდა. მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ის ოკუპანტებმა გაიტაცეს.

ცოლის ინფორმაციითმ დაახლოებით, 16:30 საათზე ბატურინი ადგილობრივ ავტოსადგურზე შეხვედრაზე მივიდა. ამ დროს იქ რუსი სამხედროებიც შენიშნეს.

"სადღაც 16:30 საათზე ოლეგი მივიდა შეხვედრაზე, სახლში დატოვა ტელეფონი და საბუთები. თქვა, რომ 20 წუთში დაბრუნდებოდა. მაგრამ არ დაბრუნდა", - ამბობს ჟურნალისტის ცოლი.

ბატურინი გაზეთ Novy Den-ში ჟურნალისტად მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი