კიევში გამთენიისას საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის განგაში შეწყვეტილია.
კიევის საქალაქო ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით ადევნონ თვალი შეტყობინებებს და განგაშის კვლავ ამოქმედების შემთხვევაში სასწრაფოდ დაბრუნდნენ თავშესაფარში.
"საჰაერო განგაში შეწყდა. გთხოვთ, ყურადღებით ადევნეთ თვალი შეტყობინებებს და განგაშის შემთხვევაში დაბრუნდით თავშესაფარში", - ნათქვამია განცხადებაში.