რუსმა აგრესორებმა ვოლნოვახაში წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ეკლესია გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.
"აღარაფერი წმინდა: ვოლნოვახაში მტერმა წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ეკლესია გაანადგურა", - ნათქვამია რადას Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ამ მოსკოველებმა გულში დამჭრეს. დავისვენებ მაშინ, როდესაც მათ იმქვეყნად გავისტუმრებ", - ამბობს ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი მამა მაკარი.