დონეცკის ოლქის გუბერნატორი, პავლო კირილენკო აცხადებს, რომ ქალაქი ვოლნოვახა "აღარ არსებობს".
მისი თქმით, რუსეთის შეჭრისა და დაბომბვების შემდეგ, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა, მოსახლეობის უმეტესობამ კი საცხოვრებელი ადგილი დატოვა.
კირილენკო აღნიშნავს, რომ ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს და უკრაინული მხარე ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს რუსეთის მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის ალყაში მოქცევა.