ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში შემავალი ქალაქის, დნიპრორუდნის მერი, ევგენი მატვეევი გაიტაცეს - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის უკრაინულ არხებში ვრცელდება.
უკრაინული არხები ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებენ.
"ომის დანაშაულებები სისტემური ხდება. ოკუპანტებმა დნიპრორუდნის მერი, ევგენი მატვეევი გაიტაცეს", - წერს ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ სტარუხი.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს რუსება მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი გაიტაცეს, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დრომდე უცნობია.
გუშინ, ოკუპანტებმა მელიტოპოლში "მერის" მოვალეობის შემსრულებელი დანიშნეს.