დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახაზე კონტროლი რუსმა ოკუპანტებმა მოიპოვეს - დღეს დილით ქალაქიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა და გზები.
"ქალაქი აჩრდილი" სწორედ ამ სათაურით ვრცელდება პირველი კადრები ვოლნოვახადან რუსული ოკუპაციის შემდეგ.
როგორც ცნობილია, ქალაქში შესვლა ნებადართულია მხოლოდ პრორუსი ჟურნალისტებისთვის და რუსეთის ფედერაციის დეპუტატებისთვის.