უკრაინის ვიცე პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა 14 ჰუმანიტარული დერეფნიდან 5 მარშრუტზე ავტობუსები და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები არ გაატარეს.
მისი თქმით, რუსებმა ღამით რამდენიმე სატვირთო გაძარცვეს, ასევე, დააკავეს ადამიანები, რომლებიც ჰომანიტარული დერეფნების მართვაში მონაწილეობდნენ.
"14 ჰუმანიტარული დერეფნიდან მხოლოდ 9 გამოვიყენეთ. 5 მარშრუტზე რუსებმა ავტობუსები და ჰუმანიტარული ტვირთით სავსე სატვირთოები არ გაატარეს. ღამით რამდენიმე სატვირთო ნაწილობრივ გაძარცვეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჰუმანიტარული დერეფნების მართვაში მონაწილეობდა.
მივმართავ რუსეთის ფედერაციას, ეს ადამიანები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. ამ დრომდე პრიორიტეტული ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა და ადამიანების ევაკუაცია მოვახდინოთ მარიუპოლიდან. ხელისუფლებას ყველაფერს აკეთებს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად", - თქვა ირინა ვერეშჩუკმა.
ამავე თემაზე: