ირპენის მერი, ალექსანდრე მარკუშინი აცხადებს, რომ ქალაქის 70% უკრაინული არმიის კონტროლის ქვეშაა.
მისივე თქმით, ვრცელდება ყალბი ინფორმაციები, რომ თითქოს ის დაჭრეს და ქალაქიდან "გაიქცა".
"გავრცელდა ხმები თითქოს ომში დამჭრეს, ასევე თითქოს ქალაქი დავტოვე და გავიქეცი. ყველაფერი სიცრუეა. ადგილზე ვარ. ადამიანების ევაკუაციას ვახდენთ. დარჩენილ მოქალაქეებს საკვებითა და მედიკამენტებით ვეხმარებით. ჩვენი ბიჭები ირპენს იცავენ. 70 პროცენტი ჩვენი კონტროლის ქვეშაა, 30 პროცენტისთვის კი ბრძოლები გრძელდება. ყველა ალკოჰოლური მაღაზია დაკეტილია და გაყიდვა იკრძალება რადგან ომში ამის დრო არ არის. ახლა სამშობლოს დაცვის დროა!", - აცხადებს ალექსანდრე მარკუშინი.