"უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, დარბიან და ჩვენს ოფისებს საკუთარ სახელს აწერენ" | ენმ-ის ოფისები წითლად თბილისშიც შეღებეს

გამოქვეყნდა:

"უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, დარბიან და ჩვენს ოფისებს საკუთარ სახელს აწერენ" - ენმ-ის ოფისები 

გორისა და კასპის გარდა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისები თბილისშიც დააზიანეს. უცნობმა პირებმა ავჭალაში, ვარკეთილსა და მუხიანში ენმ-ის ოფისების ფასადებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს და წითლად შეღებეს.

მომხდართან დაკავშირებით პარტიის წევრმა, ბაჩო დოლიძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, ნაცვლად უკრაინის მხარდაჭერისა ოპოზიციური პარტიის ოფისებს "საკუთარ სახელს" აწერს.

"მაშინ, როდესაც მთავრობა უნდა იყოს დაკავებული უკრაინის მხარდაჭერით, დარბიან და ჩვენს ოფისებს აწერენ საკუთარ სახელს. სწორედ "ქართული ოცნებაა" დღეს ამ ქვეყანაში მეხუთე კოლონა, რომელიც ეხმარება რუსეთს პოზიციების გამყარებაში. წარმოუდგენელია ერთ ღამეში რამდენიმე ათეულ ოფისზე განახორციელო ვანდალიზმი და ეს შეუმჩნეველი იყოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, პირველ რიგში პატრულისთვის. ეს გვაქვს იმის ფიქრის საშუალებას, რომ სწორედ ისინი პირდაპირ არიან ჩართულები ამ "ქართული ოცნების" ბინძურ კამპანიაში.

მივმართავ "ქართულ ოცნებას", რუსულ ოცნებას, მათ შორის პირველ რიგში გავრილოვის მეგობარ ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და მამუკა მდინარაძეს, რაც არ უნდა ეცადოთ, გადაფაროთ თქვენი სამარცხვინო საქციელი და დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, პუტინის ოცნება, მისი ოლიგარქები დამარცხდებიან ყველგან, მათ შორის საქართველოში", - თქვა ბაჩო დოლიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი