"მტერმა 18 დღეში 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა... ერი არ ნებდება, უკრაინა გმირულად იბრძვის!" - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ამბობს, რომ 18 დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკვე 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 1 000-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა.

"დღეს კვირაა, თუმცა ვინ ფიქრობს ამაზე. უკვე 8 წელია, ომის მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მხრიდან ფართო მასშტაბური შემოჭრისა და აგრესიისგან უკვე 18 დღე გავიდა. მტერმა 18 დღეში 13 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ეს უფრო მეტია ვიდრე ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა. რუსეთმა ათასზე მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა. 74 თვითმფრინავი, 86 ვერტმფრენი. გვესმის რომ მათ კიდევ მეტი ჰყავთ, თუმცა გეტყვით, რომ უკრაინას დავიცავთ. არ ვნებდებით, ერი არ ნებდება და უკრაინა გმირულად იბრძვის", - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ყველაზე რთული მდგომარეობა მარიუპოლშია, სადაც უკვე 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარებაა გაგზავნილი. 

"უკვე 125 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოვახდინეთ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მარიუპოლია. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მტერი ამ ქალაქიდან გავიდეს. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ მარიუპოლში 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ის მიიღონ. გვესმის რომ 40 მილიონ ადამიანს ახლა ძალიან გვიმძიმს, მაგრამ ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ და გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი