"შოკისმომგვრელი და შემზარავია, ამას შედეგები მოჰყვება" | სალივანი ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივინმა უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხრიდან ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობა დაგმო და მას "შოკისმომგვრელი და შემზარავი" უწოდა. სალივანის თქმით, აშშ-ს მხრიდან მომხდარს "შესაბამისი შედეგები" მოჰყვება.

"ეს აშკარად შოკისმომგვრელი და შემზარავია. ჩვენ ამის შესახებ ახლახან გავიგეთ და ამასთან დაკავშირებით მექნება კონსულტაციები ჩემს კოლეგებთან. კონსულტაციები გვექნება უკრაინელებთანაც, იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს და შემდეგ განვსაზღვრავთ შესაბამის შედეგებს",-თქვა ჯეიკ სალივანმა.

13 მარტს, უკრაინის ქალაქ ირპენში რუსმა ოკუპანტებმა ჟურნალისტების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ერთი ჟურნალისტი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი