ირპენში ოკუპანტებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს, დაჭრილია 1 კორესპონდენტი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ირპენში ამერიკელი ჟურნალისტი, ბრენტ რენაუდი მოკლეს - ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

51 წლის რენაუდი უკრაინაში რუსული ომის გასაშუქებლად ჩავიდა და ის ოკუპანტებმა ირპენთან შეტაკებების დროს მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთ დაჭრილ კორესპონდენტზე.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრენტ რენაუდი New York Times-ის ჟურნალისტი იყო, თუმცა გამოცემამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ რენაუდი მათთან წლების წინ მუშაობდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი