
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყის ქალაქ ერბილში, ირანის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მომხდარს მკაცრად გმობს და აღნიშნული ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა.
"აშშ მტკიცედ გმობს ერაყში, ერბილზე ირანიდან სარაკეტო თავდასხმას. თავდასხმა ერაყის სუვერენიტეტის აღმაშფოთებელი დარღვევაა. აშშ-ს არცერთი ობიექტი ან მომსახურე პერსონალი არ დაზიანებულა. ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თავდასხმა შეერთებულ შტატებზე იყო მიმართული. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები, პატივი სცეს ერაყის სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევა.
აშშ ჩვენი ერაყელი პარტნიორების გვერდით დგას, მათ შორის ქურთისტანის რეგიონში და დაეხმარება რეგიონში ჩვენს პარტნიორებს თავდაცვაში,-წერია განცხადებაში.