ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა უკრაინის ომში დახმარება სთხოვა

გამოქვეყნდა:

ჩინეთი აშშ-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC გამოცემა Global Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ რუსეთის დახმარებაზე გავრცელებულ ინფორმაციას "ამერიკული მხარის მიერ გავრცელებული" დეზინფორმაცია უწოდა.

ერთი დღით ადრე, ამერიკულმა მედიასაშუალებამ, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობისა და „სხვა დახმარების“ უზრუნველყოფა სთხოვა უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად. თეთრ სახლს ამ ცნობებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

დღეს, 14 მარტს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი რომში ჩინელ დიპლომატს შეხვდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი